დეკანოიძე – ევროკავშირის მიერ გირაოს დეკლარირება ზუსტად იმის დადასტურებაა, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები

“ნიკა რომ პოლიტპატიმრად არის აღიარებული და აღიარა ევროკავშირმა, ეს დადასტურდა იმ საჯარო გამოხმაურებებით, რომელიც იყო 23 თებერვლის შემდეგ, მე ვგულისხმობ მის დაკავებას და ჩვენს ოფისზე თავდასხმას. ევროკავშირის მიერ, რა თქმა უნდა, გირაოს დეკლარირება ზუსტად არის იმის დადასტურება, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება იმიტომ, რომ ევროკავშირს ასეთი დეკლარირებული მიდგომა არ აქვს სხვა ადამიანების მიმართ, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. სხვათაშორის ასეთი დამოკიდებულება ევროკავშირს აქვს ხოლმე რუსეთში პოლიტპატიმრებზე და ბელარუსში ლუკაშენკოს პატიმრებზე და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არის საქართველოში. ჩემი წარმოსახვით ეს არ არის დემოკრატიის ზეიმი, პირიქით ეს არის იმ ვითარების კიდევ უფრო მძიმედ აღწერა, რომ სასამართლო და პროკურატურა არის ერთი ადამიანის ხელში. რა თქმა უნდა, გირაოს დეკლარირება ყოველგვარი მისი თანხმობის გარეშე არის ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაცია ევროკავშირის მხრიდან. რაც შეეხება იმას, რომ ამ დრომდე პროკურატურას არ მიუმართავს სასამართლოსთვის, გუშინ სასაცილო განცხადება მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ მეილი გვიან მივიდა და ა.შ. არ ვიცი, დაველოდოთ, იმედია დღეს მიმართავენ თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს პროცედურა გაწელონ. პროცესუალურად ყველანაირი ნორმა დარღვეულია დაკავებისას, საქმის აღძვრისას, განხილვისას – ეს არ არის სისხლის სამართლებრივი განზომილება, ეს არის პოლიტიკური ჭრილი ამ მართლმსაჯულების”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ვალში ვართ ვეტერანთა წინაშე
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო