დეკანოიძე: ენუქიძე შევა თუ არა, ამით პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მიენიჭება
სხვა სტატიები
„ერთი, ორი, სამი და ოთხი მანდატის გააქტიურება ამ პარლამენტში, რომელიც არის სრულიად ერთპარტიული, ნამდვილად არაფერს ცვლის იმ კონფიგურაციაში, რაც დღეს გვაქვს – ერთპარტიული პარლამენტი და მათ შორის ის ხელისუფლება, რომელსაც ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი.
კონკრეტულად ამ კუთხით არაფერს არ ცვლის, ერთი ოპოზიციონერი შევა თუ სამი-ოთხი, არაფერი იცვლება ნამდვილად. მთავარია, რომ მთავარი ძალები ოპოზიციის პლატფორმაზე ვართ ერთიანი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ლეგიტიმაცია არ უნდა მივანიჭოთ პარლამენტს. ბატონი ენუქიძე შევა თუ არა, ლეგიტიმაცია არ მიენიჭება ამით პარლამენტს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.