დეკანოიძე დმანისზე – შემაშფოთებელია, რომ გუშინ ხელისუფლებას არ გამოუხატავს არანაირი პოზიცია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გუშინ დმანისში მიმდინარე პროცესებზე ხელისუფლების მიერ კომენტარის არ გაკეთებამ ძალადობა წაახალისა:

“გუშინ, პირდაპირ ეთერში გასული კადრების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლებას არ გამოუხატავს არანაირი პოზიცია. ეს არის ის ძალზედ მძიმე, შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც პირდაპირ არის ჯგუფური ძალადობის დაგეგმვა, ადამიანებზე ანგარიშსწორება, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებების მიყენება. რაც გულისხმობს იმას, რომ იდენტიფიცირებული ჯგუფები დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს მართლმსაჯულებას”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ყოფილი მერი – თანამდებობის დატოვება ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა
შემდეგი სტატიადროზე ჩაიყვანეთ პოლიცია და დაამშვიდეთ სიტუაცია – ზურა ჯაფარიძე დმანისზე