დეკანოიძე – ჩვენს პარტნიორებს დიდი მადლობა, მაგრამ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იგივეა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის პოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით არ შეცვლილა, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა.

„ჩვენს პარტნიორებს დიდი მადლობა, მაგრამ ჯერ ჩვენი პოზიცია იგივეა, რაც პოლიტსაბჭოზე დავაფიქსირეთ. არ მგონია, პოლიტსაბჭოზე ეს საკითხი კიდევ ერთხელ დადგეს. რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს, „ქართული ოცნების” მიერ მომზადებული კანონპროექტი იყო წინააღმდეგობრივი პარტიული შეთანხმების, რომელსაც ჩვენ არ შევუერთდით, მაგრამ თავად „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მძიმე მცდელობა, გადაათეთროს და გადაწეროს საქართველოს უახლოესი ისტორია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ნიკა მელია, როგორც პოლიტიკოსი, დღეს არის დასრულებული, ის ეკუთვნის წარსულს
შემდეგი სტატია„კობახიძესთან ერთად 43%-საც ვერ ავიღებთ“ – „ოცნება“ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილს ითხოვს