დეკანოიძე: არცერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა იყოს სამართალდამცავი უწყებები

“ძალოვნები არ უნდა იყოს ნაცმოძრაობის ხელში – არის კონცეპტუალურად არასწორი და მოძველებული. იმიტომ, რომ არცერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა იყოს სამართალდამცავი უწყებები. ეს არის სტანდარტი. მათ შორის არც მცირე პარტიების” – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ხატია დეკანოიძე ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სიტყვებს, რომ ენმ-მ არ უნდა წარადგინონ ძალოვანი მინისტრები მომავალ მთავრობაში.

“ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ეწერა ნაწილი, ნაწილს აქ დავამატებ.

რეალური (არა გონგოების) სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი პროკურორი; არჩეული პროკურორები;
არჩეული შერიფები;
შსს მინისტრის და პოლიციის უფროსის უფლებამოსილების გაყოფა; ახალი პოლიციის შესახებ კანონის შექმნა.
ფედერალური საგამოძიებო უწყების შექმნა;
ეს არის სისტემის მინიმუმი როგორ ვფიქრობთ ჩვენ კრიმინალური იუსტიციის რეფორმას. ეს არის თანამედროვე სტანდარტი. ჩემი ქვეყნისთვის ის მიმაჩნია მართებულად, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის (არც ჩემი) ხელში არ იყოს მართლმსაჯულება. ამის მისაღწევად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი”, – წერს დეკანოიძე.

 

 

ხაზარაძე: საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად

 

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: ძალიან ბევრი გვაქვს საერთო – წარსული, საერთო გამოწვევები, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით საერთო გამოწვევები, უსაფრთხოებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების კუთხით
შემდეგი სტატიასააკაშვილი: საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სირცხვილი აჭამა ჩვენს ქვეყანას