დეკანოიძე: ამნისტიასთან დაკავშირებით ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია

ამნისტია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოვაწერეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის განცხადებით, ამნისტიასთან დაკავშირებით ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია და თანხმობას არ განაცხადებს.

„პარტიის პოლიტსაბჭოზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელი არ მოგვეწერა. ადამიანებს სხვადასხვა აზრი ჰქონდათ ჩამოყალიბებული. კერძოდ, ის, რომ შესაძლებელია ჩვენი ხელმოუწერლობის შემთხვევაში, 43 პროცენტის ზღვარი და „ჩამკეტი“ „ქართულმა ოცნებამ“ პირიქით გამოიყენოს, როცა ამ პროცენტს ვერ გადალახავენ. ამნისტია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოვაწერეთ და არ შევუერთდით ამ შეთანხმებას. რაიმე ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხზე პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელოთ. ნიკა მელიას პოზიცია ურყევია, ამნისტიაზე თანხმობას არ განაცხადებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაში“სახალხო დამცველის ანგარიშის წაკითხვის შემდეგ, ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეშინდეს ამ სახელმწიფოში ცხოვრების”
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზამ 500 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ევროობლიგაციები განათავსა