ამ სტატუს-კვოს პირობებში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა იქნება, – ამის შესახებ განცხადება “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
ხატია დეკანოიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოცემული რეალობის გათვალისწინებით, რომელიმე ოპოზიციური პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თავადვე დაიწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას იმის თაობაზე, რომ მოქალაქეები არჩევნებზე ხმის მისაცემად არ მივიდნენ.
“მე მგონია, რომ სრული სტატუსკვო უნდა არსებობდეს რეჟიმთან ართანამშრომლობაზე. ამ სტატუს-კვოს პირობებში, ამ რეჟიმის პირობებში, წარმოუდგენელია ჩემთვის რეჟიმთან თანამშრომლობაში შესვლა. კალანდარიშვილმა უნდა ჩაატაროს არჩევნები? ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც გადაწყვეტს, რომ ამ სტატუს-კვოს პირობებში შევიდეს თვითმმართველობის არჩევნებში, ეს იქნება ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა. ამ სტატუს-კვოს პირობებში, თუ ვინმე შევა არჩევნებში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება ფართო კამპანია იყოს იმისთვის, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ.” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.