დეკანოიძე – ამ ხელისუფლების პირობებში ნატო-ში ინტეგრაციის გზა ხარისხობრივად ვერ გაუმჯობესდა

ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის გზა ხარისხობრივად ვერ გაუმჯობესდა. ჩვენ რომ გვყოლოდა ეროვნული, პროდასავლური ხელისუფლება, ნამდვილად სხვა მოცემულობა იქნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ნატო-ს სამიტი შეაფასა.

მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი „ქართული ოცნების“ რიტორიკიდან პრაქტიკულად, გამქრალია.

„მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკეში დაფიქსირდა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულება, ბუქარესტის სამიტის ერთგულება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია პრაქტიკულად, გამქრალია ყოველგვარი რიტორიკიდან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

უკრაინასთან მიმართებაში გაცილებით უფრო სიცხადეა. 2024-ში, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ვაშინგტონის სამიტზე ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ის, რაც ხდება ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიკულება – ყველაზე ძლიერი გარანტია, რომ ევროპაში ომი აღარ იქნება, არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, ნატო-ს წევრობას ვერაფერი ჩაანაცვლებს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე