დეკანოიძე – 29 აპრილის აქცია არის რუსული მარში რუსული კანონის დასაცავად

აქციები არ არის ოპოზიციის მიერ ორგანიზებული, ეს აქციები ტარდება ყოველდღე და მე დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, აქციები ყოველდღე გაგრძელდება. რაც შეეხება 29 აპრილის შეკრებას, დეკანოიძე მას „რუსულ მარშს“ უწოდებს.

„ბიძინა ივანიშვილს რაც უნდა, ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები დააპირისპიროს, ეს უნდა რუსეთს პირველ რიგში, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებით ახალგაზრდები არიან ძალიან აზრიანები, ჭკვიანები. ამიტომ, ჩვენ, მათაც და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ამ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია გვინდა, ივანიშვილის რუსული მმართველობა არ გვჭირდება და არ გვინდა, გათვითცნობიერებული აქვს რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად ფრთხილები უნდა ვიყოთ. ასევე შემიძლია, გითხრათ, თუ ვინმეს უნდა დაპირისპირება, ეს არის ივანიშვილი. აქცია იქნება ყოველდღე. რაც შეეხება 29 აპრილის აქციას ეს არის რუსული მარში რუსული კანონის დასაცავად, რომელიც ჩვენდასამარცხვინოდ ხელისუფლება ატარებს იმ ადგილას, რომელიც იყო დამოუკიდებლობის და დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენული და თავისუფალი საქართველოს სიმბოლო. ამიტომ, ეს არის ყველაზე უფრო მკრეხელობა, რომელსაც აიძულებენ მათ შორის ადმინისტრაციულ რესურს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიმათიკაშვილი – რუსული კანონი არის რუსეთში – საქართველოში არის ქართული კანონი, რომელიც რუსული არ არის
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – 29 აპრილის აქციაზე საჯარო მოხელეები ძალით მიჰყავთ, პროტესტს გავაგრძელებთ