დეივიდ კრემერი: სრულიად გასაგებია საქართველოს მოქალაქეების შეშფოთების მიზეზი

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 24, 2019 02:24

დეივიდ კრემერი: სრულიად გასაგებია საქართველოს მოქალაქეების შეშფოთების მიზეზი

დეივიდ კრემერი ფლორიდის უნივერსიტეტის მკლევარი, რომელიც შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში მუშაობის დროს, საქართველოს საკითხებზე მუშაობდა საუბრობს იმაზე, რომ მისთვის სრულიად გასაგებია საქართველოს მოქალაქეების შეშფოთების მიზეზი.​

“ამ სიტუაციიის თავიდან აცილება ადვილი იყო, არ უნდა მისცემოდა რუსეთის დეპუტატს პარლამენტში გამოჩენის და მითუმეს მის მიერ ტრიბუნის დაკავების საშუალება, ამიტომ ნეგატიური რეაქცია სრულიად გასაგებია ოპოზიცის მხრიდან და ​ასევე თავად “ქართული ოცნების” წევრების მხრიდანაც. ამას უნდა შეეძლოს ქვეყანაში ხალხის გაერთიანება. შემდგომ პროტესტი კონტროლს გასცდა და ვიხილეთ პარლამენტში შეჭრის მცდელობა, მერე იყო ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიები. სპიკერის გადადგომა უნდა მომხდარიყო. ეს მოსკოვთან დაპირისპირებას აღვივებს, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ამიტომ ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ ხალხი იმას, რაც ვიხილეთ ხმამაღლა გააპროტესტებდა“, – ამბობს ის.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 24, 2019 02:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics