დეირ-ეზ-ზორასა და პალმირაში სირიის სამთავრობო ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ

სირიის არმიის მეომრები და ამბოხებულების ბრიგადები დეირ-ეზ-ზორაში დაკარგული პოზიციების დასაბრუნებელად შეტევაზე გადავიდნენ. ქალაქი დამასკოდან 420 კმ-ში მდებარეობს. ტელეარხ Syria-ს ინფორმაციით, სამთავრობო ჯარებმა “ისლამური სახელწმიფოს” დაჯგუფება ქალაქის აეროპორტიდან განდევნეს. არხის ცნობით, ჯარს ჰაერიდან სირიის და რუსული ავიაციის ძალები ეხმარებიან.

გაზეთი Al Watan ავრცელებს, რომ სირიის არმიამ პალმირაში ნავთობისა და გაზის ობიექტების დასაბრუნებლად შეტევა დაიწყო, რომელშიც დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო ტრამპს ინაუგურაციის შემდეგ მალე შეხვდება
შემდეგი სტატიაპუტინი ობამაზე: არიან ადამიანები, რომლებიც გემშვიდობებიან, მაგრამ არაფრით არ მიდიან