“დეგნანის გუშინდელი განცხადებები გულისხმომდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საარჩევნო სისტემის ცვლილებაა”

ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეთანხმება და შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, დიახ, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მათთვის პრიორიტეტი არა რიგგარეშე არჩევნები, არამედ საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება.

„ვამბობთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის არა რიგგარეშე არჩევნები, არამედ საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება. ქალბატონი დეგნანის გუშინდელი განცხადებები ზუსტად ამას გულისხმობდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი, რომ არასდროს ტარდებოდეს ისეთი არჩევნები, როგორიც 31 ოქტომბერს იყო და როგორიც 30 წელია საქართველოში ტარდება ხოლმე. ეს იყო ძალიან მკაფიო და გასაგები ნათქვამი.

დიდი მადლობლები ვართ, რომ ასე მკაფიოდ თქვა ეს აშშ-ის ელჩმა. მნიშვნელოვანია, შედგეს შეთანხმება. 31 ოქტომბრის შემდეგ ბრძოლით, მოლაპარაკებებით რაღაცას მივაღწიეთ, სადღაც უკან დავახევინეთ „ქართულ ოცნებას“ და ახლა ამის წყალში ჩაყრა, „ქართული ოცნების“ შანტაჟის ან ოპოზიციური პარტიის უპასუხისმგებლობის და ფეხების ბაკუნის გამო, არაფრით არ შეიძლება. ჩვენ ვართ მტკიცედ იმ პოზიციაზე, რომ შეთანხმება არის აუცილებელი. ჩვენ მთელი რისხვა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავიტეხეთ თავზე, რომ ვთქვით, შეთანხმება არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – ამერიკის ელჩის განცხადებაში ყველაზე ნიშანდობლივია, რომ იგი ხელისუფლებას აკისრებს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის
შემდეგი სტატიაგახარია მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით – ამ მიმართულებით მთავრობა არ მოერიდება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს