დეგნანი – ვიმედოვნებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერას გადაწყვეტს

ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტს შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერას,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა და სამუშაო პროცესს შეუერთდა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან მონაწილეობა მიიღოს იმ რეფორმების პროცესში, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართულებით, რომელიც საქართველოს დემოკრატიას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ ისინი შეუერთდნენ პარლამენტს, მნიშვნელოვანია, რომ ისინი არიან რეფორმების ნაწილი, რომელიც განსაზღვრულია 19 აპრილის შეთანხმებით და ის, რომ მათ აჩვენეს, რომ ქართველების ინტერესებს უფრო წინ აყენებენ. მომავალ კვირას პლენარულ სესიებზე ჯერ კიდევ რჩება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელთა მიღება აუცილებელია 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, რაც ასევე შესულია შეთანხმების დოკუმენტში. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ განხორციელდეს მნიშვნელოვანი რეფორმები საარჩევნო სოსტემაში, ასევე სასამართლო სისტემაში. თუ ამ საკნონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არ იქნება ინიცირებული შემდეგ კვირას, ეს იქნება კიდევ ერთი მითითება იმაზე, რომ არის პოლიტიკური ნების ნაკლებობა მმართველი ძალისა და სხვა პარტიების მხრიდან, შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშნელოვანია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწეროს ხელი დოკუმენტს და დაიწყოს მუშაობა პარლამენტში სხვა პარტიებთან ერთად, ამ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა გაუმჯობესდეს
შემდეგი სტატიააქუბარდია – კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შევიმუშავებთ, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლის საკითხი წინ წავწიოთ