დეგნანი – თუ საქართველოში ყველა პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ქვეყანას დახმარება გაუწიოს

ფაქტი ის არის, რომ ამერიკაზე უკეთესი მეგობარი საქართველოს არ ჰყავს , – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესშია, რომ საქართველოს დაეხმაროს.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იპოვონ ძალა იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს.

„თუ საქართველოში ყველა პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ქვეყანას დახმარება გაუწიოს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, შედგეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ. პარტიებს შორის დიდი განსხვავებებია, მაგრამ ყველამ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, რომ შეთანხმება იქნას მიღწეული. ვიცი, რომ ჩვენს შესახებ გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა. ყველას აქვს მოსაზრების უფლება, მაგრამ არსებობს ფაქტებიც. ფაქტი კი ის არის, რომ ამერიკაზე უკეთესი მეგობარი საქართველოს არ ჰყავს“, – განაცხადა დეგნანმა.

ის ასევე გამოეხმაურა გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას.

„რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას, მიმაჩნია, რომ ის ძალიან მაღალი დონის დიპლომატი და პოლიტიკოსია და საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი პოლიტიკოსები ჰყავს“, – განაცხადა დეგნანმა, რომლის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – ხალხს ეუბნები, რომ არ შევდივარ პარლამენტში, უარს ვამბობ მანდატებზე, მაგრამ არ ეუბნები, მერე რას აპირებ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა