დეგნანი – ქვეყნის ლიდერები პირველ ადგილზე მოსახლეობის ინტერესებს თუ დააყენებენ, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრულის დასაწყისი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პოლარიზაციის შემცირებაში ყველამ უნდა ითამაშოს როლი.

„პოლარიზება ახდენს ქვეყნის პარალიზებას დიდი ხნის განმავლობაში. მმართველ პარტიას განსაკუთრებული როლი აქვს, რომ უზრუნველყოფს ინკლუზიურად მართვას, რომ უზრუნველყოფს მედიის და სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხო ფუნქციონირებას და მათაც უნდა იმოქმედონ პასუხისმგებლობით.

ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად უნდა იმუშაოს. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ შეუძლიათ. ისინი მუშაობდნენ ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო რეფორმაზე, რამაც განაპირობა, რომ ბოლო არჩევნები ცოტა უკეთესი იყო. ჯერ კიდევ იყო ბევრი დარღვევა. ეს მიუთითებს, რომ მეტია გასაკეთებელი. პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ საქართველოს ინტერესებისთვის. ამ ქვეყნის ლიდერები პირველ ადგილზე ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს თუ დააყენებენ, ეს პოლარიზაციის დასასრულის დასაწყისი იქნება“, – განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი – პატიმრები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აგინებდნენ, არიან სუს-ის ბიჭები, ისინი უმცირესობაში არიან, ამიტომაც ფართხალებენ საკნებში ვირთხებივით
შემდეგი სტატიახელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს – გოგი ხოშტარიას მიმართვა აშშ-ის საელჩოს და სახდეპს