დეგნანი – პოზიტიურია, რომ სააკაშვილს აქვს საშუალება, პირადად დაესწროს პროცესს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პოზიტიურია, რომ მიხეილ სააკაშვილს მეორედ მიეცა საშუალება, პირადად დაესწროს სასამართლო პროცესს.

„ვფიქრობ, პოზიტიურია, რომ ბატონ სააკაშვილს აქვს საშუალება, პირადად დაესწროს მის სასამართლო პროცესს მეორედ. პოლიციამ დიდი საქმე გასწია, ორგანიზება გაუკეთა, რომ ის იქ მოხვედრილიყო უსაფრთხოდ. მედიას აქვს საშუალება, გააშუქოს ეს ამბავი და საზოგადოებას შეუძლია ამ ამბავზე დაკვირვება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, დეგნანის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მხარდამჭერები სარგებლობენ მშვიდობიანი შეკრების წესით.

„ეს ასევე მნიშვნელოვანია სამართლიანი სასამართლოსთვის. ყველა ეს ელემენტი ხელს უწყობს სამართლიანი სასამართლოს ჩატარებას. ვფიქრობ, საქმეები უნდა გაგრძელდეს ყველა მონაწილე მხარის მიერ უფლებების დაცვით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: აქუბარდიას სტუდიაში გავიზარდეთ ყველანი, იქ კატა ჯერ არ იყო, მაგრამ… ასეთი მუდმივი სამუშაო ადგილი ადამიანს ჰქონდეს, არ მინახია ცხოვრებაში
შემდეგი სტატიასააკაშვილი: არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს