დეგნანი – მოსამართლეთა დასახელებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არ შეეფერება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას

მოსამართლეთა დასახელებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არ შეეფერება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, სასამართლო სისტემა არის ცალკე დამოუკიდებელი შტო ხელისუფლებისა და მათ უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა.

„ჩვენ ძალიან მრავალი წლის თანამშრომლობა გვაკავშირებს ამ კუთხით. დაახლოებით 25 წელია, აშშ ეხმარება საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში, თუმცა ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს და ეს იქნებოდა მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ წარმართულიყო ინკლუზიური პროცესი, სადაც ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრება იქნებოდა გათვალისწინებული. ახლა უკვე ეს ყველაფერი დამოკიდებულია პარლამენტზე, მთავრობასა და მმართველ პარტიაზე შეაჩერებენ თუ არა ამ პროცესს. ამით გამოჩნდება, ისინი რამდენად ერთგულნი არიან 19 აპრილის შეთანხმებისა, რომელიც თვეების მანძილზე გრძელდებოდა, რომელზეც მხარეები თვეების განმავლობაში საუბრობდნენ და საბოლოოდ მიიღწა შეთანხმება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ შეთანხმებაში არის სასამართლო რეფორმა და ამ შეთანხმების ეს პირობა რომ ჩაითვალოს განხორციელებულად, ამისთვის მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება. თუ ეს ასე არ მოხდება, ეს წამოჭრის გარკვეულ შეკითხვებს. ის დასაბუთება, რომ სასამართლო სისტემაში არ არის საკმარისი რაოდენობა მოსამართლეებისა და მოსამართლეთა არდანიშვნა ამ ეტაპზე გამოიწვევს სასამართლო სისტემის კოლაფსს, ეს არ არის დასაბუთებული განცხადება. საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, სასამართლო სისტემაში არის საკმარისი რაოდენობის მოსამართლეების, რაც მისცემდა სასამართლო სისტემას საშუალებას, ეს დანიშვნები შეჩერებულიყო, ვიდრე წარიმართება სრულად ინკლუზიური, დასაბუთებული პროცესი, რომელიც გაითვალისწინებს სრულად სამოქალაქო საზოგადოებისა თუ სხვადასხვა ჩართული აქტორების მოსაზრებას. თუ კი გაგრძელდება კვლავ ეს დანიშვნები, მაშინ რა თქმა უნდა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და ეს შეასუსტებს სისტემას. იმედი გვაქვს, რომ ინკლუზიური პროცესი წარიმართება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიწინასწარი შედეგებით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისმა გაიმარჯვა
შემდეგი სტატიასამადაშვილი – მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ და იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც მუშაობენ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების დღის წესრიგზე, ერთობლივად შევიმუშაოთ სტრატეგია