დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე – რა საჭირო იყო დანიშვნის პროცესის ასე დაჩქარება

„რთული გასაგებია, რა საჭირო იყო დანიშვნის პროცესის ასე დაჩქარება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის განხორციელების ვალდებულება. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ქვეყნის წინაშე ამდენი სხვა გამოწვევა უგულებელყოფილ იქნა. რა საჭირო იყო ამ დანიშვნის პროცესის სხვა ბევრ პრიორიტეტზე წინ დაყენება, რომელიც ამ ქვეყანაშია. ეს ძალიან დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია. ახლა გვყავს კიდევ 4 მოსამართლე, რომელიც დაინიშნა არაგამჭვირვალე პროცესის საშუალებით. საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია ამ მოსამართლეების კვალიფიკაციის შესახებ, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ. სასამართლო რეფორმის მიზანი, რომელიც განხილულ იქნა მათ შორის საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ, იყო მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა იმისთვის, რომ ქართველ მოქალაქეებს ჰქონოდეთ ნდობა, რომ სასამართლოს მოსამართლეები არიან კვალიფიციურები, მიუკერძოებლები. იმედი მაქვს, რომ მალე ეს მოხდება იმ სასამართლო რეფორმის საშუალებით, რის განხორციელებაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს გამოეხმაურა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: ვნახავთ როგორ ანულირდება ნაბიჯ-ბანიჯ ყველა ბრალდება
შემდეგი სტატიასამხარაძე – ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საინტერესო არ არის