დეგნანი – მომავალი 6 თვე იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, დროის ფუჭად დაკარგვის დრო არ არის

ჩვენ გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია ძალიან სწრაფად მიიღოს კანონმდებლობა, მაგალითად, როგორც ვნახეთ დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის გაუქმება. ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა ამის სურვილი აქვს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს აქვს სურვილი, შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას.

„ჩვენ ასევე ვიცით, რომ ქართველ ხალხს სურს ეს რეფორმები იმისთვის, რომ საქართველო მზად იყოს ევროკავშირის წევრობის სტატუსისთვის. აშშ მზად არის და აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს ნებისმიერი გზით საქართველოს ამ პროცესში.

მომავალი 6 თვე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ამ პროცესის დასაწყებად და დროის ფუჭად დაკარგვის დრო არ არის. მე ვიცი, რომ ქართველ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებსა და ასევე, მთავრობის ზოგიერთ წევრს სურს აღნიშნული რეკომენდაციებზე მუშაობის დაწყება, ყველას სურს დადებითი ანგარიშის ხილვა საქართველოს შესახებ”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებდი, პარტიიდან ყველა წავიდეს, სიმართლე ილაპარაკონ და შემდეგ ისევ „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდნენ
შემდეგი სტატიაგერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 6 ჰაუბიცას გადასცემენ