დეგნანი – მიხეილ სააკაშვილს უნდა მოექცნენ საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად

ჩვენ შეშფოთებული ვართ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აქტიურად ვაკვირდებით ვითარებას, მათ შორის ვაშინგტონში, რათა დავრწმუნდეთ, რომ მას შესაბამის ყურადღებას აქცევენ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს უნდა მოექცნენ საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

„მე არ ვარ ევროპული სამართლის ექსპერტი, მაგრამ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ბატონ სააკაშვილს მოექცეს სამართლიანად, მიუკერძოებლად, საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

ასევე უნდა ითქვას, რომ უკრაინის ინტერესშია, უკრაინის მოქალაქე იყოს დაცული. ჩვენ მოვუწოდებთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, დააკვირდნენ ბატონი სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით და უზრუნველყონ შესაბამისი მომსახურებით.

მე არ ვარ ჯანდაცვის ექსპერტი, თუმცა სახალხო დამცველმაც თქვა, რომ დაწესებულებას, სადაც სააკაშვილი იმყოფება, აქვს სამკურნალო საშუალებების ნაკლებობა, რაც შეიძლება, სააკაშვილს დასჭირდეს. საბოლოო განმსაზღვრელი უნდა იყოს ისეთი მკურნალობა, რაც ნებისმიერ პაციენტს სჭირდება. არიან სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ, რომ იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მიდგომა. ქვედა ზღვარი არის ადამიანის ჯანმრთელობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს, ნებისმიერი ადამიანი იღებდეს ისეთ ზრუნვას, რაც მას სჭირდება. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი“ ,- განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშირუსთავის მე-12 დაწესებულებაში სპეცრაზმი შეიყვანეს
შემდეგი სტატიაუგულავა ფოთელებს – დღეს თქვენ ხელშია როგორ განვითარდება ეს ქალაქი