დეგნანი: ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე

„ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე“, – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

დეგნანის თქმით, კომპრომისულ შეთანხმებაში საკუთარი მოთხოვნების 100%-ს ვერავინ მიიღებს.

„არის პოლიტიკური გამბედაობის ნაკლებობა, რომ საბოლოო ნაბიჯი გადაიდგას და მხარეები კომპრომისზე წავიდნენ. კომპრომისულ შეთანხმებაში საკუთარი მოთხოვნების 100%-ს ვერავინ მიიღებს, ეს ბუნებრივია. ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე.
გასულ კვირას, როდესაც ვიხილეთ ელჩი დანიელსონის ძალიან კარგი ჩართულობა, გამოჩნდა, რომ ზოგიერთი პარტია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ იყო“, – განაცხადა დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი
შემდეგი სტატია“მტყუანს” ?! – მეუფე სტეფანე მრევლს (ვიდეო)