დეგნანი: ეკლესიას კვლავ სასიცოცხლო როლი აქვს საქართველოს კულტურისა და ტრადიციების დაცვაში

region
ავტ.: region ნოემბერი 19, 2020 17:26

დეგნანი: ეკლესიას კვლავ სასიცოცხლო როლი აქვს საქართველოს კულტურისა და ტრადიციების დაცვაში

საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი შეაჯამა. მან ისაუბრა პომპეოსა და კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრაზეც:

“სახელმწიფო მდივანი შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ სასიცოცხლო როლს თამაშობს საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების დაცვაში ისევე, როგორც აქამდე წლების განმავლობაში. მის უწმინდესობასთან შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო ალიანსში და რელიგიური თავისუფლების დაცვის და ხელშეწყობის მნიშვნელობას, რათა ყველას შეეძლოს თავისუფლად მისდიოს მის რწმენას და რელიგიას.” – თქვა მან.

region
ავტ.: region ნოემბერი 19, 2020 17:26