დეგნანი: არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა გიორგი თარგამაძის ფორმულასთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას და პარტიების დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს.

“მე არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. ასევე, ზღუდავს მის წვდომას მედიაზე, რომ მიაწოდონ ამომრჩეველს სრული ინფორმაცია. იმედი მაქვს, ეს კანონი გადაიხედება მიღებამდე.” – ამბობს კელი დეგნანმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ერთპარტიული პარლამენტი “უკიდურესად დამაზიანებელი” იქნება და არჩევნებში ცხრა პარტიის არჩევა ნათლად გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

“მე არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. ასევე, ზღუდავს მის წვდომას მედიაზე, რომ მიაწოდონ ამომრჩეველს სრული ინფორმაცია. იმედი მაქვს, ეს კანონი გადაიხედება მიღებამდე.

რაც ახლა უნდა ხდებოდეს, ქართული 30-წლიანი დემოკრატიის კონტექსტში, არის ის, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი, განვითარებული ოპოზიცია. გრძელვადიან პერსპექტივაში ერთპარტიული პარლამენტი უკიდურესად დამაზიანებელი იქნება. ამომრჩეველმა 9 პარტია აირჩია და ეს ნათელი განაცხადია მათი მოლოდინის”- განაცხადა აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა, გიორგი თარგამაძის ფორმულასთან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი – „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მთელი შემადგენლობა, რომელსაც განცხადებები დაწერილი აქვს, რამდენადაც ვიცი, ინარჩუნებს პოზიციას
შემდეგი სტატიადეკანოიძე: ენუქიძე შევა თუ არა, ამით პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მიენიჭება