დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 2 არასრულწლოვანს დაეჯახა – ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანები ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. დაშავებულებს მძიმე ტრავმები აქვთ მიღებული და დამატებითი კვლევებისათვის კატასტროფის ბრიგადა გამოიძახეს, რომელიც პაციენტებს თბილისში გადაიყვანს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.


















