დედოფლისწყაროში ხანძარს 72 წლის ქალი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჰერეთის ქუჩაზე მოხდა. საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლის ალი მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო სამსახური გამოიძახეს.

სახლში, რომელსაც ხანძარს გაუჩნდა 72 წლის ქალი მარტო ცხოვრობდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს ის გარდაცვლილი დახვდათ.

ხანძრის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიკარწახში ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის დადგენილების პროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა