8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

დედოფლისწყაროში, გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დამწვარი მამაკაცი, საავადმყოფოში გარდაიცვალა

დედოფლისწყაროში, გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დამწვარი მამაკაცი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარ ბინაში კუსტარული გაზის გამათბობელი თვითნებურად დაამონტაჟა. არასწორი მონტაჟისა და ექსპლოატაციის შედეგად, ღუმელი აფეთქდა და მამაკაცი მძიმე დაზიანებებით, ჯერ დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში, შემდეგ კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, დაზარალებულს სხეულის 90% დამწვარი ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა დედოფლისწყაროში 27 თებერვალს მოხდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მცხოვრებმა ირანის მოქალაქეებმა, აშშ-ს საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გამართეს
შემდეგი სტატია“საქართველოს ადგილი ევროპაშია”- ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა