29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

დედოფლისწყაროში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

სოფელ საბათლოს მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, დაცულ ტერიტორიაზე, მოქალაქე თევზჭერას აკრძალული საშუალების – დიდი ზომის თევზმახის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ლოქოს სახეობის 6 კგ-მდე თევზი.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

banner
წინა სტატიაშიაგროპროგრამების რეფორმა: რა იცვლება 1 ივლისიდან
შემდეგი სტატიარუსეთი შესაძლოა პროვოკაციებზე წავიდეს, თუ საომარი ფრონტი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს მიუახლოვდება – The Guardian