დედოფლისწყაროს რაიონში, ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარედ, 200 ჰექტრამდე მინდორს ცეცხლი გაუჩნდა

დედოფლისწაროს რაიონში, ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარედ, 200 ჰექტრამდე მინდორს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკა ჯანიაშვილი აცხადებს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

,,ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში კახეთის რეგიონის სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები მონაწილეობდნენ. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი შესაბამისი უწყება დაადგენს.”- განაცხადა ნიკა ჯანიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირიოში ჩინელებისა და ავსტრიელების შემდეგ დანიელი სპორტსმენები გაქურდეს
შემდეგი სტატიაუცნობმა დასავლეთ საფრანგეთის ციხეში მძევლები აიყვანა