21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა სუფრაზე იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებისას კი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საბათლოში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი გარდაიცვალა,35 წლის მამაკაცმა კი, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა მძიმე ტრავმები მიიღო.

ის თავდაპირველად დედოფლისწყაროს კლინიკაში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის სირთულიდან გამომდინარე თბილისში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიია კვანტალიანი: ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას
შემდეგი სტატია“მე ვერ მოვინანიებ სამშობლოს სიყვარულს” — პაატა მანჯგალაძე