დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 65 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. ცხედარი გარდაცვლილის ძმის შვილმა და მეზობელმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ტელეფონზე აღარ პასუხობდა და ბინაში მიაკითხეს. წინასწარი დათვალიერებით, ქალი სავარაუდოდ გაგუდეს. გარდაცვლილ ქალბატონს ძალადობის კვალი მართლაც აღენიშნება და მას ხელები აქვს დამტვრეული.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლითაა დაწყებული.

banner
წინა სტატიაშიჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ითხოვენ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩაკეტილი ყველა გადასასვლელი პუნქტი დაუყოვნებლივ გაიხსნას
შემდეგი სტატია„ნაციონალურ მოძრაობას“ წინამძღვრები მიჰყავდა უცხოეთში, ასვენებდნენ, მერე ვიდეოს უღებდნენ