21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე და ირანის ელჩის განმარტება

ამ საღამოს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.
ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს –
წერს ირანის ელჩი საქართველოში, ალი მოუჯანი და ფოტოს აქვეყნებს.

,,მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.

წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.

შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს”,-წერს ირანის ელჩი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შარაშიძე: ქონების გადასახადისთვის დაწესებული ბარიერის ზრდა ჩვენს გეგმაშიც შედიოდა, როგორც ჩანს, ეს „ოცნებამაც“ იცოდა
შემდეგი სტატიაქონების გადასახადის შესახებ ცვლილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა