დედის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობლები: ამბობენ, გამოძიებისთვის უთქვამს, დედის მერე მამაც უნდა მომეკლაო

დამამძიმებელ გარემოებებში დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის მეზობლები აცხადებენ, რომ გოგონა ხშირად უცნაურად და შემზარავად გამოიყურებოდა, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ ეს ასაკობრივი პროტესტის ნიშანი იყო.

გაზეთი „კვირის პალიტრა“ იმ ქუჩაზე მივიდა, სადაც გარდაცვლილი ქალი ცხოვრობდა და გარდაცვლილის მეზობლებს გაესაუბრა.

„შემზარავი რამ მოხდა და გონს ვერ მოვსულვართ. სექტებზე და მათგან მომდინარე საფრთხეებზე, მართალია, ამდენ ხანს ლაპარაკობდნენ, მაგრამ მათი არსებობა არავის გვჯეროდა, ამასობაში კი, თურმე ჩვენს ეზოში დასეირნობდნენ და ხალხს მოსაკლავად ათვალიერებდნენ. შოკში ვარ, ამბობენ, გამოძიებისთვის უთქვამს, დედის მერე, მამაც უნდა მომეკლაო, ვინ იცის ჩვენც არ მოვწონდით და მერე ჩვენც ამოგვიღებდა სამიზნეში თავიანთი საზარელი რიტუალებისთვის“, – აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.

მათივე თქმით, გარდაცვლილი ქალი, ვიდრე ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებოდა, ფიზიკის პედაგოგად მუშაობდა და უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობდა.

„მამაც მუდამ მუშაობდა და ახლაც მუშაობს თან სულ პასუხსაგებ სამსახურებში. ასე რომ, შვილისთვის არაფერი დაუკლიათ. შეიძლება ოჯახში დიდი ხალისი და ტაშ-ფანდურა ვეღარ იყო, ხალხი დამძიმებული იყო, რადგან ვიდრე გოგონას იშვილებდნენ, მანამდე 22 წლის გოგო დაეღუპათ. იმასაც ირმა ერქვა. მარიამს ფსიქიკაში აერია რაღაც, როგორც ჩანს, ან საშინელ წრეში მოხვდა და იმათ გადაუბრუნეს გონება, ნელ-ნელა ისე შეიცვალა, მის გარეგნობაზე მაინც უნდა მივმხვდარიყავით, რომ რაღაც სჭირდა“, – აცხადებენ მეზობლები.

მათივე ინფორმაციით, მოხუცი ქალბატონი ჯერ აწამეს, შემდეგ ელექტროშოკით გათიშეს, ბოლოს კი, გვამი დიდი ტომრით წაიღეს.

banner
წინა სტატიაშიტყიბულში მომხდარ ავარიას 10 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაპროკურატურა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობას შეფარდებას ითხოვს