დედის მკვლელობა – ბრალდებულები, სავარაუდოდ, დანაშაულის მომენტს ტელეფონით იღებდნენ

76 წლის ქალის მკვლელობა – 5-ვე ბრალდებულისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.

საქმეს, სავარაუდოდ, თან დართული აქვს ფოტოსურათები, რომელსაც ბრალდებულები, დანაშულის ჩადენის დროს მობილურით იღებდნენ. საქმეში ასევე, ის ვიდეოჩანაწერიც უნდა იდოს, რომელიც, სავარაუდოდ, მობილური ტელეფონით დანაშულის ჩადენის დროს არის გადაღებული.

ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალი გარდაცვლილის 19 წლის შვილს, 24 წლის მამაკაცს და არასრულწლოვან გოგოს ედება. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი კიდევ ორ ახალგაზრდას აქვს წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობას შეფარდებას ითხოვს
შემდეგი სტატიარიგი წევრებისა არ იყვნენ მომხრეები, რომ განცხადება ამ სახით მიღებულიყო – სერგო რატიანი