სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე აქვეყნებს სამართალდარღვევის ოქმს, რომლითაც მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 000 ლარით აჯარიმებს 3 მარტს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევისთვის – ამ დღეს პრეზიდენტი მონაწილეობდა დედების მარშში, რომელიც პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად გაიმართა. მსვლელობა შედგა ფილარმონიიდან პარლამენტამდე.
“აქტივისტად მოვინათლე დღეს !
მე კი ვიდექი იქ სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!” – წერს სალომე ზურაბიშვილი და 10 აპრილით დათარიღებულ ოქმს აქვეყნებს.