13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

დედაზე ფსიქოლოგიური ძალადობისა და მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედაზე-1964 წელს დაბადებულ ლ.ა.-ზე. ასევე, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

„პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.ა. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი: ჩვენ არ ვცხოვრობთ ლიბერალურ დემოკრატიაში, სადაც არსებობს ბალანსის სისტემა, ჩვენ ვცხოვრობთ პროვინციულ ავტოკრატიაში
შემდეგი სტატიაგერმანული მედია: ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გერმანიაზე