6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

“დედას და ძმას დანით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე ადგილზე გარდაიცვალა”- პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრების განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ბრალდებულმა დედას და ძმას სხეულის სხვადასხვა არეში დანით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ” და „ლ” ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეუფარდა”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ლემონჯავა: ეს ერთგვარი მუქარაა ყველასთვის, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება!
შემდეგი სტატია“ვფიქრობ, რომ სწორედ მას და მისნაირებს ეკუთვნით მომავალი”- ვისზე ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილი