დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

აღმაშენებლის ხეივანში არსებული ხიდი-გზაგამტარის (გუდვილის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციის გამო, მიმდინარე წლის 9 აპრილიდან, 20 დღის განმავლობაში, დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ხიდზე დაგეგმილია დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლა-რეაბილიტაცია.

სამუშაოებს აწარმოებს შპს „კმპ“.

ასევე, სამსახურის ცნობით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება მარცხენა სანაპიროზე დიდუბის ხიდთან, სადაც ფრაგმენტულად მოწესრიგდება გზის საფარი. შეზღუდვა ამოქმედდება დღეს, ღამის 23:00 საათიდან შაბათს დილის 09:00 საათამდე.

საგზაო სამუშაოების გამო, ასევე დღეს, 23:00 საათიდან შაბათს 23:00 საათამდე სამტრედიის ქუჩის ერთ მონაკვეთზე (წერეთლის ქუჩიდან აგლაძის ქუჩის კვეთამდე) გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა. თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში იმოძრავებს ალტერნატიული გზით.

თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.

banner
წინა სტატიაშიფარული ჩანაწერების საქმეზე ძებნილი გიგლა შიოშვილი პროკურატურას ჩაბარდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: არასდროს, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მმართველობამდე, არ გამოქვეყნებულა ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები