დედაქალაქში “საჯარო ხელოვნების ფონდი” დაფუძნდება

თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად ვაფუძნებთ ახალ ინსტიტუციას, “საჯარო ხელოვნების ფონდს”, რომლის მიზანი არის თანამედროვე ხელოვნება გახდეს ქალაქის განუყოფელი ნაწილი და თითოეული ადამიანისთვის ხელმოსაწვდომი – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მოხდება საჯარო სივრცეებში ხელოვნების ინტეგრაციით.
მერის განმარტებით, ერთ-ერთი ასეთი სივრცე იქნება ახლადრეაბილიტირებული ვაკის პარკი, სადაც კონკურსის საფუძველზე შერჩეული არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრები განთავსდება.
„ეს იქნება ამ დარგისთვის ხელშეწყობა. გვინდა, ამ წარმატებულ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ნამუშევრები განათავსონ, მაგალითად, პარკებში. ასევე, დედაქალაქში ბევრ სხვა საჯარო სივრცეში – სკვერებში, მოედნებზე გამოვყოფთ ადგილებს, სადაც ამ ადამიანებს თავისი ნამუშევრების განთავსების საშუალება ექნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძემ ილია ელოშვილს სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების პროექტის დაწყება დაავალა
შემდეგი სტატიაგენდერული საბჭო – ბოკუჩავა-პაპუაშვილის ინციდენტზე დადგინდა, რომ ქალის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია