დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟიდაიწყო.

შესაბამისი სამუშაოები პირველ ეტაპზე, დავით გურამიშვილის გამზირზე ჩატარდა. კინოთეატრ „საქართველოდან“ მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.

სამუშაოპროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე, დავით ფაჩულია გაეცნო. სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. საახალწლო ილუმინაციები დაკონსტრუქციები დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში განთავსდება.

banner
წინა სტატიაშითბილისის მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადის კონტროლიგრძელდება
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე: ვართ ბრძოლაში, რომელიც საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის დაცვას გულისხმობს