დედაქალაქში ხვალიდან უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი ამოქმედდება

თბილისში საბაგირო ამოქმედდა

დედაქალაქში ხვალიდან უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა ამოქმედდება.

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ.მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრისგადაყვანას უზრუნველყოფს, მგზავრობის ხანგრძლივობა კი ოთხ წუთს არ აღემატება.

ახალი საბაგირო ხაზით სარგებლობას მოსახლეობა ხვალიდან, ყოველ დღე,08:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში შეძლებს. მგზავრობის ღირებულება ერთლარს შეადგენს, რომლის გადახდა სამგზავრო და საბანკო ბარათებით არის შესაძლებელი. საბაგირო ხაზით მგზავრობა სტუდენტებისთვის უფასო იქნება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ხაიში პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასამადაშვილი: ჩვენთვის გადამწყვეტია პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების თემის ასახვა დოკუმენტში