დედაქალაქში ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები განთავსდა

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსებასა და დაზიანებულის ჩანაცვლებას განაგრძობს. ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები ამჯერად, ისნის, სამგორის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში განთავსდა.

მიმდინარე წლის განმავლობაში, „თბილსერვის ჯგუფმა“ ლითონისა და პლასტმასის 4 000 ნაგავშემკრები კონტეინერი შეისყიდა, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებულ ურნებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.

კონტეინერების განაწილების პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე ესწრებოდა.

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, ძველი ნაგავშემკრები კონტეინერების ახლით ჩანაცვლების პროცესს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, უკვე შევცვალეთ დაახლოებით, 4 000 დაზიანებული კონტეინერი. საჭიროებდან გამომდინარე, ურნების ჩანაცვლებას მომავალშიც ვგეგმავთ“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

დედაქალაქის მასშტაბით, სულ 20 000 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული.

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები გერმანიაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე გაემგზავრნენ
შემდეგი სტატიამეც აუცილებლად დამაკავებენ – მიხეილ რამიშვილი