დედაქალაქსა და ზოგიერთ რაიონში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება

,,გარემოს ეროვნული სააგეტოს ინფორმაციით საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს,მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი – აუცილებელია, რუსეთს სხვების პატივისცემა ასწავლონ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – “ივანიშვილი და ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, ყოფილ პრეზიდენტს ექცევიან, როგორც პაკისტანელები.”