დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეუზღუდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს.

„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან, 12 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, გია გულუას ქუჩასა და ვარაზის ხევში.

დღესვე, 23:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან – გია გულუას მოედნამდე და ჯავახეთის ქუჩაზე. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქობულეთის მერიის 3 თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიათბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა