დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

მთაწმინდის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, შუშინის, მირზა შაფის, გრიშაშვილის, ახუნდოვის, აბანოს და ბოტანიკის ქუჩების მაცხოვრებლებს, სულ 734 აბონენტს.

ნაძალადევის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს, სულ 609 აბონენტს.

საბურთალოს რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VII კვარტლების, ნუცუბიძის და თოფურიას ქუჩების მაცხოვრებლებს, სულ 1 592 აბონენტს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო კი 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს, სულ 16 აბონენტს.

სამგორის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს, სულ 47 აბონენტს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება განცხადებას ვარცელებს
შემდეგი სტატიამალხაზ მახარაძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა