დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, ონიაშილის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, ცხინვალის, ვაზისუბნის, ლომონოსოვის, ყუშიტაშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის, ახმეტელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო კი 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, ფოთის და თევდორე მღვდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილი 23-ე მეტროსადგურის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის პრემიერმინისტრს შეხვდა