დედაქალაქის მთავარი გამზირი კარვებით არის გადაკეტილი

მოქალაქეებმა, რომლებიც გუშინ 14 ნოემბერს პარლამენტთან შეიკრიბნენ, ღამე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს.

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. ტერიტორიაზე გაშლილია კარვები, აქტივისტებმა გასათბობად ღამით ცეცხლი დაანთეს.

აქციის მონაწილეების თქმით, დაშლას არ აპირებენ. ისინი 24 საათის განმავლობაში პარლამენტთან ყოფნას გეგმავენ და ამბობენ, რომ გზას არ გახსნიან.

რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქციების განახლება და ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების გაერთიანება ქართული ოცნების მიერ გაცემული პირობის არშესრულებასა და იმ კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

banner
წინა სტატიაშიჯონათან კაცი : საქართველოში საარჩევნო ცვლილებების არდამტკიცებით ვაშინგტონში იმედგაცრუებულნი არიან
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის შენობის პიკეტირება მოახდინეს