დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს არჩევნებში მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს არჩევნებში მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა. კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, მოსახლეობა 30 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც პროცესებში ჩართული იყო პირველივე დღიდან, მაქსიმალურად გვიჭერდა მხარს და ჰქონდა სურვილი, მიგვეღწია წარმატებისთვის. სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის, წინ გველოდება მეორე ტური.

2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი. ამომრჩევლის 47 პროცენტმა, პრაქტიკულად ყველა მეორე მოქალაქემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. თბილისის საკრებულოშიც ჩვენი გუნდი სრული უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშველოვანია. ეს მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები, არ შევაფერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ეს არჩევნები და ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვარ, ქაოსსა და განვითარებას შორის არჩევანს ამჯერადაც თბილისელები განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკისა და „წიგნების თაროს სკოლის“ პარტნიორობა ახალი კურსით გრძელდება
შემდეგი სტატიათბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების რაოდენობა 186-მდე გაიზარდა