დედაქალაქის მერმა სპორტის სასახლის მიმდებარედ ახლადმოწყობილი სკვერი დაათვალიერა

კალაძემ სპორტის სასახლის მიდმებარედ სკვერი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა სპორტის სასახლის მიმდებარედ, ტყვარჩელის ქუჩაზე ე.წბარაკების ადგილას მოწყობილი სკვერი დაათვალიერა. სკვერი მას შემდეგ მოეწყო, რაც თბილისის მერიამ ტერიტორიისადგილმონაცვლეობა განახორციელა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული სკვერი მეხუთე პროექტია,რომელიც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა.

„ეს ადგილი, სადაც ახლა ვიმყოფებით იყო ბარაკებით სავსე. მოხდაადგილმონაცვლეობა და აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის მოეწყო სკვერი.დაახლოებით, 1300 კვადრატულ მეტრზეა ეს სივრცე მოწყობილი. ზოგადად,სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ დატვირთულია კორპუსებით.ვხედავთ, ირგვლივ რა ხდება და რა მდგომარეობაა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი,რომ ეს პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა.ჩვენ, რამდენიმე წლის წინ აქ სპორტული მოედანიც გავაკეთეთ. ეს სკვერი არისმეხუთე პროექტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე გაკეთდა, თუმცა, ამაზე არვჩერდებით. კიდევ არის გარკვეული ტერიტორიები, სადაც შევძლებთ ფარეხებისაღებას, ბარაკების ადგილმონაცვლეობას და მოვაწყობთ ანალოგიურ სივრცეებს,რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

სკვერი თბილისის მერთან ერთად პარლამენტის დეპუტატმა დავით სერგეენკომ დასაბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერეს. პროექტის შედეგად, 1300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გამწვანების სამუშაოებიჩატარდა.

ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგო, მოეწყოსარწყავი სისტემა და დაიგო რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდა ლედგანათების სისტემა და სკვერისთვის ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა. პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები კი კომპანიამ – „გრინსერვისი +“ შეასრულა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე კობახიძეს: წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან
შემდეგი სტატიაკალაძე: შემიძლია დავიტრაბახო, თბილისისნაირი ტრანსპორტი ევროპულ ქვეყნებსაც შეიძლება არ ჰყავდეთ