დედაქალაქის მერმა მოსკოვის გამზირზე ახლადრეაბილიტირებული შუა ზოლი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსკოვის გამზირზე არსებული, 2-კილომეტრიანი შუა ზოლი დაათვალიერა, რომელიც ახლახან რეაბილიტირდა.

თბილისის მერის თქმით, წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში არსებულიგზაგამყოფის რეაბილიტაციის შედეგად, კეთილმოწყობილი და უსაფრთხოდასასვენებელი სივრცე მოეწყო.„სამგორის რაიონში, კონკრეტულად მოსკოვის გამზირზე კიდევ ერთი ძალიანკარგი პროექტი განხორციელდა. ყველამ კარგად იცის, რომ ეს გზაგამყოფი წლების განმავლობაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. აქ ადრე ტრამვაის ხაზიგადიოდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგვეხდინა მისი სრული რეაბილიტაცია. ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა გამწვანების სამუშაოები,მოეწყო სასეირნო ზოლი და ველობილიკები; დაიდგა ტრენაჟორები,ატრაქციონები და ამ ყველაფრის შედეგად, ძალიან მაგარი სივრცე შეიქმნა.დარჩენილია მხოლოდ გაწმენდის სამუშაოები და გამწვანების მცირე სამუშაოები,რომლებსაც რამდენიმე დღეში დავასრულებთ. მთლიანი სივრცე, რომელიც 2კილომეტრს მოიცავს, აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით იმისთვის, რომწესრიგი მაქსიმალურად იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.შუა ზოლზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ველო და სასეირნობილიკები, განათების, სარწყავი და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები,განთავსდა სკამები და ურნები. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვასახეობის 9063 ძირი მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საკრებულოს დეპუტატები.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ამომრჩევლისთვის არჩევანის გაკეთებაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია
შემდეგი სტატიალაგაზიძე: პაშინიანის მიერ დაანონსებული რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენის თემა, თავის თავში მოიცავს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას