დედაქალაქის მერმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით 13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„2015 წლის 13 ივნისი ძალიან მძიმე დღეა საქართველოსა და დედაქალაქის ისტორიაში. ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო ეს დღე ჩვენი ქალაქისთვის. სამწუხაროდ, დავკარგეთ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, განადგურდა ინფრასტრუქტურა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. აქვე მინდა გავიხსენო სტიქიის მეორე დღე, როდესაც მთელი ქვეყნის ახალგაზრდობა გაერთიანდა და ყველა ერთად შევუდექით ქალაქის დასუფთავებას, აღდგენით სამუშაოებს. დღესაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველანაირი ინფრასტრუქტურის აღდგენა და დანგრეულის აშენებაა შესაძლებელი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ დავიბრუნებთ გარდაცვლილ ადამიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ზურაბ ჯაფარიძეც „ნაცმოძრაობის“ წევრი იყო. რაც არ უნდა სახელები შეიცვალონ, ხალხს კარგად ახსოვს, ვინ რას წარმოადგენს
შემდეგი სტატიაელისაშვილი: ორი თვეა დაზარალებულად არ მცნობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური